eTwinningPlus



„თანამშრომლობითი პროექტების დაგეგმვა და მართვა e-TwinningPlus „ ფარგლებში
ჩატარდა 2013 წლის 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით  წყალტუბოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ

28.10 . 2013
ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტრენინგების კოორდინატორმა ეკა ჯელაძემ გაგვაცნო პროექტის არსი და მნიშვნელობა
“e- Twinning” -ი არის პორფტალი მასწავლებლებისათვის , ევროპის მასშტაბით საგანმანათლებლო ქსელი , რომელიც საშუალებას აძლევს ითანამშრომლონ და ერთად იმუშაონ პროექტებზე.


ტრენინგის მონაწილეები გადავნაწილდით ჯგუფებში. ჩვენი ჯგუფის ტრენერი გახლდათ ეთერ პაიჭაძე.
·        მონაწილეთა გაცნობა წყვილებში
წარმოვადგინეთ მეწყვილე:
-სახელი, გვარი
- სკოლა, საგანი
- რამდენი ხანია რაც პროექტებთან უწევს მუშაობა
- ყველაზე საინტერესო პროწქტი, ტაშიც ყოფილა ჩართული

·         მოლოდინების საქაღალდე.
ფურცლებზე დავწერეთ ჩვენი მოლოდინები, შევაგროვეთ და ავკინძეთ წიგნად.
ტრენინგის მიზანი:
მონაწილე მასწავლებლებმა იცოდნენ:
 სასწავლო პროექტის ზირითადი დანიშნულება და მახასიათებლები
შეძლონ :
·        დაგეგმონ და მართონ თანამშრომლობითი პროექტები
·        პარტნიორების მოძიებისთვის შემოქმედებითი მოდგომის გამოყენება
·        კომუნიკაციის დამყარება სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებთან
ფლიპჩარტზე ჩამოვწერეთ პროექტების განხორციელებისას შექმნილი პოზიტივები და ნეგატივები.
შევასრულეთ ინტერაქტიული დავალებები
ნივთებს მოუძებნეთ არაპირდაპირი დანიშნულება.
მოგვეცა დავალება „ერთი დოქი ტალახი“ მონაწილეებს უნდა ჩამოგვეწერა რაც შეიძლება მეტი აქტივობა, როგორ შეიძლება გამოგვეყენებინა ერთი დოქი ტალახი
მოვახდინეთ სამუშაო დღის შეჯამება
·        შლალაზე
·        წერილობითი უკუკავშირით
3 რამ რაც დამამახსოვრდა
2 რამ რაც მომეწონა
1 რაც მონდა გითხრათ
29.10. 2013
* პირველ დღეს განხილული მასალის გახსენება
* მეორე დღის პროგრამის გაცნობა
იდეების შეფასება
შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები
მოცემული სამი ობიექტიდან : სასტუმრო, რესტორანი, მაღაზია , უნდა შეგვედგინა ერთი სერვისის კრიტერიუმების ჩამონათვალი
ჩვენმა ჯგუფმა აირჩია რესტორანი და შეაფასა გარემო ( მდებარეობა, ტრანსპორტი, სიმყუდროვე, მუსიკა, უსაფრთხოება)
ვისაუბრეთ ინდივიდუალურ პროექტებზე, იდეების გაზიარების გზებსა და ინსტრუმენტებზე
ვისაუბრეთ საგანმანათლებლო პროექტის დანიშნულებაზე
მოგვეცა შემდეგი სახის დავალებები:
·        განვიხილეთ საგანმანათლებლო პროექტების ნიმუშები
·        კოლეგებს გავუზიარეთ პროექტის იდეა და შევთავაზეთ პროექტში ჩართვა

ტრენერმა ყურადღება გაამახვილა
პროექტირების ეტაპებზე
როგორ განვახორციელოთ არჩევანი პროექტებს შორის
როგორ მოვახდინოთ პროექტის მიმდინარეობის მართვა
მონაწილეთა თითოეულმა ჯგუფმა წამოაყენა
პროექტის იდეა შემდეგი სქემის მიხედვით:
·        სათაური
·        პრდაგოგიური მიზნები
·        პროცესის აღწერა
·        შედეგი
მოვახდინეთ დღის შეჯამება

30.10.2013
მეორე დღის შეფასება
მესამე დღის წარდგენა
ტრენერმა ისაუბრა პროექტის მიზნებზე, თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი: პორექტი თუ პროცესი?
რა არის პროდუქტი, ის რასაც ქმნიან მოსწავლეები, თუ ის, რასაც ქმნის მასწავლებელი
პროცესი გვეხმარება იმაში, რომ მივიღოთ პროდუქტი
განვიხილეთ ევროკავშირის საკვანძო კომპეტენციები:
1.      მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია ( დისკუსია, კვლევა)
2.      უცხო ენაზე კომუნიკაცია
3.      მათემატიკური და საბაზისო- სამეცნიერო კომპეტენცია ( პლაკატების და ნახაზების შექმნა)
4.      ციფრული კომპეტენცია ( სურათების გადაღება, ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში)
5.      დამოუკიდებლად სწავლის კომპეტენცია
6.      სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია
7.      სამეწარმეო კომპეტენცია და ინიციატივიანობა
8.      კულტურული ცნობიერება და გამომხატველობა
ტრენერმა თითოეულ ჯგურფს მოგვცა პროექტი და ამ პროექტის მიხედვით ჩამოვწერეთ  შესაბამისი კომპეტენციები
გამოვკვეთეთ თანამშრომლობითი პროექტების სარგებელი
·        მოსწავლეებისთვის - 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შეძენა
·        მასწავლებლებისთვის - პროფესიული ზრდა
                                             გამოცდილება
                                             ენობრივი კომპეტენციები
                                              შემოქმედებითი კომპეტენციები
                                              ახალი კოლეგების შეძენა
ვისაუბრეთ კომუნიკაციაზე მუშაობისა და შედეგების წარდგენისას, კერძოდ - კომუნიკაციის ხერხებზე, გამოყენების ფორმებსა და დანიშნულებაზე

განვიხილეთ შესაძლო რისკები პროექტებზე მუშაობისას
შევასრულეთ აქტივობა   „წუწუნის სენი“ რომელიც უნდა მოგვეცილებინა
  * ტორტით     * ტანსაცმლის შექმნით ან *ტრანსპორტის შექმნით ეს ყველაფერი უნდა შეგვექმნა ჩვენს ხელთ არსებული ფლიპჩარტით და ფერადი ფურცლებით . ჩვენმა ჯგუფმა  გააკეთა ტორტი.
   შემდეგ აქტივობაში განვიხილეთ სკოლაში მიღწეული შედეგების წარდგენის სახეები:
კონფერენცია, გამოფენა, ღია კარის დღე, პრეზენტაცია
განვიხილეთ პარტნიორის მოძიების გზები და ფორმები
მოვახდინეთ სამუშაო დღის შეჯამება

31. 10. 2013
ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტრენინგების კოორდინატორმა ეკა ჯელაძემ მოგვაწოდა ინფორმაცია eTwinningPlus შესახებ.
პოლონეთში (კრაკოვში) გამართული  Twinning ის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე მასწავლებელებმა ნანა ედიშერეშვილმა და ნინო მოლაშხიამ გაგვიზიარეს მიღებული გამოცდილება.
გადაგვანაწილეს წყალტუბოს საჯარო სკოლებში, სადაც ტრენერ ნანა ედიშერაშვილის  მეშვეობით ვისწავლეთ მუშაობა eTwinningPlus პორტალზე
Profile ს შევსება, პარტნიორების მოძებნა, პროექტების დათვალიერება, ნამუშევრის ატვირთვა, მოსწავლეების და პარტნიორი მასწავლებლების დარეგისტრირება.
უნდა ავღნიშნო, რომ ეს ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, გავეცანი ჩენი კოლეგების მიერ შესრულებულ პროექტებს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობის და მართვის შესახებ, და რაც ყველაზე მთავარია, ვისწავლე მუშაობა eTwinningPlus პორტალზე, რომელზეც მართალია, დარეგისტრირებული ვიყავი, მაგრამ ვერაფერს ვუგებდი.
01. 11. 2013.
გავემგზავრეთ უკან, მასწავლებლის სახლში







No comments:

Post a Comment