ტრენინგი კავკასიური ქსელის
ფარგლებში
„სტატიის
აკადემიური ფორმატი, პრეზენტაცია და მოხსენება“
ორგანიზებული სამოქალაქო
განვითარების ინსტიტუტის მიერ
ტრენინგი ჩატარდა
გორში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკი“ -ს შენობაში
29.03.2014
ტრენინგი დაიწყო
გაცნობით მონაწილე მასწავლებლებმა წარვადგინეთ საკუთარი თავი, განვმარტეთ, თუ რატომ
იყო აღნიშნული ტრენინგი ჩვენთვის საინტერესო და რას ველით ამ ტრენინგიდან. ტრენერებმა
წარმოგვიდგინეს საკუთარი თავი და პროგრამის აქტუალობაზე გვესაუბრნენ
გაგვაცნეს, თუ როგორია
სტატიის აკადემიური ფორმატი, როგორ უნდა დაიწეროს სტატია. ყურადღება გამახვილდა ჩიკაგოს აკადემიურ სტილზე და ამ სტილით შესრულებული
სტატიის პარამეტრებზე.
ქალბატონმა მანანამ
დაგვირიგა მისივე სტატიები, და გვთხოვა სტატიაში გამოგვეყო სტრუქტურული ერთეულები:
შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა.
დეტალურად განვიხილეთ,
თუ რა შეიძლება იყოს აღწერილი შესავალში, ძირითად ნაწილში და დასკვნაში, რას უნდა შეიცავდეს
ბიბლიოგრაფია.
ტრენინგზე გავეცანით ინფორმაციას აბსტრაქტის შესახებ.
თუ რა არის აბსტრაქტი, რატომ უნდა დავწეროთ აბსტრაქტი და როგორ დავწეროთ აბსტრაქტი.
ქალბატონი თამარი გვესაუბრა პლაგიატის შესახებ. განვიხილეთ
ციტატა და პერიფრაზი. მივიღეთ რჩევები იმისთვის, რომ პერიფრაზი არ დაემსგავსოს პლაგიატს.
როგორ ვახდენთ სტატიაში წყაროების მითითებას.
საშინაო დავალება
: შეგვერჩია სტატიის თემა, სათაური და მკითხველი. შეგვედგინა სტატიის სტრუქტურის გეგმა.
30.03.2014
ტრერნინგის მეორე
დღე დაიწყო საშინაო დავალებების წარდენით. მონაწილეები დავიყავით ორ ჯგუფად ერთი ჯგუფი ქალბატინ მანანასთან მეორე-ქალბატონ
თამართან. თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა მის მიერ შერჩეული სტატიის სტრუქტურული
გეგმა და მიიღო მითითებები ტრენერისგან.
შემდეგ აქტივობაში
ქალბატონმა თამარმა გაგვაცნო, თუ როგორ ხდება
ლიტერატურული მიმოხილვის - ლიტრევიუ-ს შედგენა.როგორია ლიტრევიუს წერის სტრატეგია.
მივიღეთ რჩევები, რომლებიც გამოგვადგება ლიტერატურის მიმოხილვის წერისას.
ქალბატონი მანანა გვაესაუბრა პრეზენტაციაზე. პრეზენტაციის სტრუქტურაზე
და ფორმატზე.
რას უნდა მოიცვდეს
პრეზენტაციის სატიტულო სლაიდი, პრეზენტაციის ძირითადი ნაწილის თითოეული სლაიდი, როგორ
უნდა მოხდეს პრეზენტაციის გაფორმება.
ტრენინგის ყველა
მონაწილეს მოგვეცა დავალება. დაგვეწერა სტატია და ელექტრონული ფოსტით გადაგვეგზავნა
ქალბატონ მანანასთან , რათა მისგან მიგვეღო მითითებები ჩასწორებული სახით და მოვმზადებულიყავით
კონფერენციისთვის რომლის თარიღსაც გვაცნობებდნენ ელ.ფოსტით.
No comments:
Post a Comment